Wednesday, July 19, 2017

მეცხრე დღე

                                         რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ ბლოგებში. ვისწავლე დიზაინის შეცვლა,მიბმა, ბმულების გაკეთება. ბლოგის წაშლა-აღდგენა. თითოეული პედაგოგი წარვდექით პრეზენტაციით.
აღფრთოვანებული ვარ ტრენინგით. ტრენინგი იყო შრომატევადი , მაგრამ მრავლის მომცველი. ვისწავლე ბლოგის შექმნა, პორტფოლიოს გაკეთება,ჩეკლისტი, დავამზადე ბუკლეტი, პროექტის გეგმა,  ვისწავლე ვიდეოს გადატანა. პროექტზე მუშაობისას აუცილებელია გავითვალისწინო განსაკუთრებულ მოსწავლეთა საჭიროება, პორტფოლიო ავტვირთე ბლოგზე. უნდა გავითვალისწინო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები მუშაობაში.
აღფრთოვანებული ვარ ტრენერით. მარტივი, გასაგები ენით გვაზიარა და გვასწავლა ეს რთული ტექნოლოგიები. არის ძალიან მოწესრიგებული, მომთხოვნი და პროფესიონალი
ტრენერი. დიდი მადლობა მას. მოხარული ვიქნები კიდევ გვქონდეს გაგრძელება ტრენინგის. ვფიქრობ შესწავლილ მასალას ნაყოფიერად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში

Monday, July 17, 2017

მერვე დღე

                                               რეფლექსია
დავასრულე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში მუშაობა. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი.კითხვარიდან  გამომდინარე გავაკეთე საკუთარი დასკვნები.
დიდი მადლობა ქალ.ხათუნას , რომელმაც მარტივი და გასაგები ენით აგვიხსნა და გაგვაგებინა ეს რთული ტექნოლოგიები.

Wednesday, July 12, 2017

მეშვიდე დღე

                                    რეფლექსია
შევქმენი ბუკლეტი, რომლებიც გადავიტანე სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში. ვისაუბრეთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე, ონლაინ ინსტრუმენტებზე და მათ გამოყენებაზე სასწავლო პროცესში. მივიღე საშინაო დავალება.სიახლეებით სავსე დღე იყო. დიდი მადლობა ქალ. ხათუნას.

Tuesday, July 11, 2017

მეექვსე დღე

                                             რეფლექსია
გავიხსენეთ წინა მასალა. გავეცანით ახალი დღის მიზნებს. მოვახდინე ჩემი მოსწავლის ნაშრომის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია. მივიღე უკუკავშირი კოლეგებისა და ტრენერისაგან. გავწერე ჩემი პროექტის სასწავლო პროცედურები. ძალიან საინტერესო დღე იყო, ვისწავლე ბევრი ახალი მასალა. ტრენერი გვყავს იმდენად პროფესიონალი, რომ ყველაფერი გამომდის ადვილად.

Monday, July 10, 2017

მეხუთე დღე

                                                  რეფლექსია
 გავიხსენეთ წინა მასალა. გავეცანით ახალი დღის მიზნებს. გავწერე პრეზენტანციის ჩეკლისტში შინაარსობრივი კრიტერიუმები.შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
ჩემი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე. ავტვირთე გუგლ-ღრუბლებში. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. ტრენინგმა ჩაიარა ძალიან საინტერესოდ.

Tuesday, July 4, 2017

მეოთხე დღე

                                               რეფლექსია
გავიხსენეთ წინა დღე. გავეცანით მეოთხე დღის მიზნებს. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია. ვრცლად ვისაუბრეთ თითოეულ სტრატეგიაზე. თითოეული სტრატეგიიდან ავირჩიე ერთი ან ორი შესაფერისი მეთოდი შესაბამისი ინსტრუმენტით. გავწერე შეფასების დროის ჩარჩო. სახელმძღვანელოს რესურსებში მოვძებნე ჩემი პროექტისთვის შეფასების ფორმები, რომლებიც გადავიტანე ღრუბლებში საქღალდეში- შეფასებები. მივიღე საშინაო დავალება. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი დღე.გვყავს შესანიშნავი ტრენერი.

Monday, July 3, 2017

მესამე დღე

                                                        რეფლექსია
გავიმეორეთ წინარე მასალა. გავეცანით სამუშაო დღის მიზნებს. დავასრულე სტრატეგიების და ინდიკატორების შეტანა.ინდიკატორებიდან და პროექტის თემიდან გამომდინარე გავწერე მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, ჩემი პოექტის თემიდან გამომდინარე გავწერე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ტრენერს გავუგზავნე გეგმა. დღე იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი. დიდი მადლობა ქალ. ხათუნას.

მეცხრე დღე

                                         რეფლექსია დღეს ვიმუშავეთ ბლოგებში. ვისწავლე დიზაინის შეცვლა,მიბმა, ბმულების გაკეთება. ბლოგის წაშლა...